შვედეთის ყოფილი პრემიერი კარლ ბილდტი ეხმიანება სააკაშვილის საკუთარ სასამართლო პროცესზე არ დაშვებას და ამბობს, რომ სტალინის საბჭოთა ეპოქაშიც არ მომხდარა მსგავსი რამ სასამართლოზე.
“ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია, რომ სააკაშვილს უარი ეთქვა სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებაზეც კი. სტალინის საბჭოთა პერიოდში ცნობილი მოსკოვის საჩვენებელი სასამართლო პროცესებიც კი ასე შორს არ წასულა”, – წერს კარლ ბილდტი ტვიტერზე.