წუხელ გვიან ღამით კურორტ ბახმაროზე მისასვლელი გზა გაიხსნა. ყველა ადამიანი თავისი ავტომობილებით ვინც კურორტზე ორი დღის მანძილზე ჩარჩა, უკვე გამოსულია ბახმაროდან.
შეგახსენებთ, დიდთოვლობის გამო ბახმაროზე მისასვლელი შემოვლითი გზა ჩაიკეტა და კურორტზე 200-მდე ადამიანი ჩარჩა, მათშორის არასრულწლოვანებიც. არ იყო დენი, ამოეწურათ საკვების მარაგი და ადგილობრივ მთავრობას დახმარებას თხოვდნენ. მთელი დღე მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები, მობილიზებული იყო სპეც ტექნიკა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.