პანკისის სპეცოპერაციისას დღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ გიული ალასანიას მიმართვას. ქალი, რომელიც მისი ზრდილობით, პატიოსნობით, სუფთა სულით, მაღალი ზნეობის, უაღრესად განათლებული და ამავე დროულად, ზე ბუნებრივი ადამიანი. თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი, სამყაროს ყოველი კუთხეში, ცნობილი მიხეილ სააკაშვილის დედის ემოციურ და გულისმკვლელი მიმართვას საზოგადოებისადმი. არასდროს მიმიმართავს საზოგადოებისთვის რომ განსაკუთრებულად, ჩემს საქმეზე გამოსულიყვნენ ქუჩაში. ასე ზოგადად კი რათქმა უნდა მეგობრებო, კეთილ მოსურნე თუ ჩემს მიმართ მტრულად განწყობილნო, ქვეყნის მოქალაქენო, გთხოვთ შეაფასოთ ამ კეთილი ადამიანის დედის თხოვნა. ჩვენ საზოგადოებამ ვიცით ასეთი რამ როცა ცუდი მოხდება შემდეგ ვიცით მწუხარების გაზიარება და თანადგომა. ეს კი იმ შობლისთვის წამიერი განცდის შემსუბუქებაა, სხვა არაფერი. ის ტკივილი კი ყოველი წამი, დედის გულში გაცხელებული ისრის გავლას გავს. რაც ყოველი წამი ძლიერდება. მოდით ამ ტკივილისგან ვიხსნათ ერთი დედა მაინც. ამიტომ მოდით დავდგეთ ერთად და ცოცხალი სიცოცხლე მაინც გადავარჩინოთ. რომ ამ ძლიერი გულის მომკლავი, განსაცდელს, ერთი დედას მაინც ავაცილოთ. ამ ერთი სიცოცხლის გადარჩენით ჩვენ სახელმწიფოს ჩვენს ქვეყანას საქართველოს გადავარჩენთ. გხოვთ პოზიციას თუ ოპოზიციას გაეცით უსაზღვროდ დამწუხრებული დედას გიული ალასანიას თხოვნას პასუხი. რომ სააკაშვილმა დატოვოს ციხე. თავისუფლება მიშას.პატივისცემით მალხაზ მაჩალიკაშვილი“.