”რატომ აკეთებს ივანიშვილი ამას-ერთია მისი სადომაზოხისტური მიდრეკილებები, რასაც ის სულ (განსაკუთრებით ბოლო წლები) გვიდემონსტრირებს, და მეორე, ამაზე უფრო მეტად სახიფათო… კრემლის დავალების შესრულება…” – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე და წერს, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობისა და წამების უკან , მხოლოდ ერთი ადამიანი-ბიძინა ივანიშვლილი დგას:
”მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის, მისი წამებისა და შანტაჟის უკან რომ მხოლოდ ერთი პიროვნება დგას, ეს უკვე ფაქტია და ამას დღეს უკვე არანაირი კითხვები არ სჭირდება… ეს ბიძინა ივანიშვილია!
ეს რომ ასე არ იყოს, “ქართული ოცნება”, რომელიც გაიგივდა დღეს ხელისუფლებასთან და ამ მისამართით ყოველგვარი ზღვარი წაშლილია, ასე მონოლითური და ერთსულოვანი ამ არაჰუმანურ (რბილად რომ ვთქვათ) პროცესში ვერ იქნებოდა. თავად ის ფაქტი რომ არავის მმართველი ძალიდან აზრადაც არ მოსვლია ოდნავ “ადამიანური” კომენტარი გაეკეთებინა, ამის, -ანუ-ამ საკითხის – მხოლოდ, პირადად “იმ ბრძენი კაცის” კონტროლქვეშ აყვანით ახსნა შეიძლება.
სხვა საკითხია თუ რატომ აკეთებს ივანიშვილი ამას-ერთია მისი სადომაზოხისტური მიდრეკილებები, რასაც ის სულ (განსაკუთრებით ბოლო წლები) გვიდემონსტრირებს, და მეორე, ამაზე უფრო მეტად სახიფათო… კრემლის დავალების შესრულება…
თავად კრემლი კი მომხდარით რომ იტყვიან ორ კურდღელს იჭერს… პირველი ამცირებს პუტინისა და რუსეთისათვის მიუღებელ პოლიტიკურ მოღვაწეს-ან ცდილობს დაამციროს.. და მეორე-უარესი-მნიშვნელოვნად აზიანებს ქართული სახელმწიფოს იმიჯს-წარმოაჩენს რა მას როგორც კარიკატურულს…
და აქ, თუ რას იტყვიან, ან განაცხადებენ ამ, უკვე კარიკატურული რეჟიმის კარიკატურული პერსონები, მაგალითისთვის აჩო თალაკვაძე ან ნინო წილოსანი-არანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა არ გააჩნია-უბრალოდ, ეს განცხადებები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ “საჯარო მასხარად” ქცეულ მოხელეებს ყველანაირ ბერკეტს ართმევს ოდესმე იყვნენ ან გახდნენ არჩევითი ან თუნდაც დანიშვნითი მოხელეები და მეტიც აახლოვებს მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დევნის შესაძლებლობასთან….”- წერს ვლადიმერ მენაბდე.