გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის შეყვანის კადრებს, რომელიც რამდენი წუთის წინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:
სიტყვებს ვერ ვპოულობ! სიბრაზე მახრჩობს! კლავენ რა. მიზანმიმართულად კლავენ და ცდილობენ მანამდე მორალურად გატეხონ რაც არ გამოსდით!
ბიძინა დაჩმორებულ მიშას ვერ ეღირსა და ვერც ეღირსება!”, – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შეყვანის კადრების გაასაჯაროვა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო:
https://www.facebook.com/watch/?ref=external&v=1061505497963689