მდინარაძე სააკაშვილის კადრებზე: თუ არ მოგყვება, აბა, როგორ უნდა მოექცე პატიმარს?

“იუსტიციის სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა კადრების გამოქვეყნება, იმიტომ რომ ითხოვდნენ… მე კადრები ბოლომდე არც მინახავს.. მოწონებაზე არ არის, ტყუილს დაესვა წერტილი. როგორ ექცევა სისტემა პატიმარს და როგორც ვერ წარმოედგინა იმ კონკრეტულ პატიმარს. აბა როგორ უნდა მოექცე პატიმარს? თუ არ მიჰყვება, როგორ უნდა შეიყვანო?

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე პასუხობს TV პირველის კითხვას, რატომ გაავრცელა იუსტიციის სამინსიტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრები და მოსწონს თუ არა მას, თუ როგორ ექცევიან პატიმარს”.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share