პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ეხმიანება.
როგორც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, “როცა შენს “მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ!”
“როცა შენს “მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!” – წერს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოჰყავთ.
კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანს ზემოთ შიშველია.