საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პატიმარს აქვს ღირსების დაცვის უფლება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
“წავიკითხე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. დამატებით ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რაც წერილში ეწერა და ვფიქრობ, არ იქნება გამოსადეგი, რომ სტრასბურგის სასამართლოს წერილის პერიფრაზირება მოვახდინო. ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.
ხელისუფლება ზრუნავს ციხის სისტემის მთლიანობაზე, ხოლო სააკაშვილის მეგობრები და მხარდამჭერები მის ღირსებაზე, ყველა პატიმარს აქვს ღირსების დაცვის უფლება და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ყოფილ პრეზიდენტს და ეს მოთხოვნები ლეგიტიმურია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა მხარემ სიფრთხილით იმოქმედოს”, – თქვა დიეგო კოლასმა.