პატიმარ სააკაშვილისადმი მოპყრობა ხელისუფლების ამორალურ ბუნებაზე მეტყველებს

”სიგიჟე უკვე ყოველდღიური, რამის ყოველწუთიერი ხდება.

ბოროტების ბოროტებით დამთრგუნავი არგუმენტები, შუა საუკუნეებიც კი არ არის

შურისძიება, ანგარიშსწორება, საჯაროდ დამცირება მხოლოდ უკიდურესად მხდალ, მშიშარა, პატარა ადამიანებს შეუძლიათ.

ნეტავ თუ ვაცნობიერებთ ბოლომდე როგორი საშიში და დამაზიანებელია ასეთი ხელისუფლება;

ნეტავ თუ ვაცნობიერებთ, რომ პატიმარ სააკაშვილისადმი მოპყრობა და შემდეგ ამ ყველაფრის ტელეეთრში ჩვენება ხელისუფლების უკიდურესად ამორალურ ბუნებაზე მეტყველებს, რაც მათ არასოდეს, არაფრის წინაშე არ შეაჩერებთ;

ნეტავ როგორ გვძინავს მშვიდად, (თუკი და ვისაც) როდესაც ვიცით, რომ კინო ჩვენებაზე კი ვართ, ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა” –

წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი.შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share