“მიშას კადრების გავრცელებით ბიძინა ეტენება პუტინს – ეს არის ნათელი” – მიშა მშვილდაძე

გლდანის მერვე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძალის გამოყენებით გადაყვანის ამსახველი კადრების გავრცელებას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე ეხმაურება.

“მიშას კადრების გავრცელებით ბიძინა ეტენება პუტინს – ეს არის ნათელი.მიშამ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და თავგანწირვის რეჟიმიდან გადაერთოს თვითგადარჩენის რეჟიმზე.სტრასბურგის სასამართლომ, მიშას ადვოკატების მოთხოვნის, ერთდროულად, დაკმაყოფილებით და საბოლოო ვერდიქტის გადაწევით, აიძულეს ხელისუფლება რომ წარადგინოს მტკიცებულებები და ჩაერთოს პროცესში – რის შემდეგაც მისთვის არასასურველი ვერდიქტისგან თავს ვეღარ დაიძვრენს. და მალე იქნება სტრასბურგიდან მიშას გათავისუფლების მოთხოვნა – ეს საკითხი ჩემი ღრმა რწმენით ასე გადაწყდება და კიდევ ბევრი სხვა ინსტიტუციის და პერსონის მოთხოვნაც იქნება ამაზე – ვერ აღუდგება წინ მაგას ბიძინა.პარალელურად, უზარმაზარი, ჯერარნახული მასშტაბის დიდი გამოსვლა უნდა შევძლოთ მოსახლეობამ ყველა ქალაქში ერთდროულად – რომელიმე ახლო კვირა საღამოს – ვისაც ოცნებისთვის ხმა არ მიგვიცია, აბსოლუტურად ყველანი უნდა გამოვიდეთქუდზე კაცი/ქალი”, – წერს მიშა მშვილდაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share