“ამ საშინელი კადრების უნდა რცხვენოდეს ნებისმიერ ექიმს… უარს ვიტყვი სიცოცხლეზე, თუ პრეზიდენტის სიცოცხლე ეჭვის ქვეშ დადგება” – ამის შესახებ ოზურგეთის საავადმყოფოდან მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გამო გათავისუფლებული ექიმი ლევან გოგუაძე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” საუბრობს.
“ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ექიმს არ აქვს უფლება გამოხატოს თავისი დამოკიდებულება იმ მოვლენის მიმართ, რასაც ზოგადად ქვეყნის კატასტროფა ჰქვია, რაც გათანაბრებულია იმასთან, რომ კვდება ადამიანი იმიტომ რომ მას არ უჩენენ სამედიცინო სრულყოფილ დახმარებას და ეს ადამიანი არის არა ჩვეულებრივი ადამიანი, არამედ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც ააშენა ეს ქვეყანა.
რომელმაც ქვეყანას მისცა ის მრავალპროფილური კლინიკები, რომლებიც ასე მრავლადაა ჩვენს ქვეყანაში და წარმატებით ფუნქციონირებს და არ ეძლევა ამ ადამიანს მკურნალობის საშუალება. აქ სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდა საკითხი და მე, როგორც ექიმმა, ვალდებულად ჩავთვალე თავი და ასევე მოვუწოდებ იმ ექიმებს, რომლებიც დღესაც დუმან. იმ ექიმებს, რომლებიც დღეს მე მაშავებენ იმიტომ რომ მივატოვე პოსტი. მე არანაირი პოსტი არ მიმიტოვებია.
მე სრულად უზრუნველვყავი მედპერსონალი და ის საავადმყოფოები სადაც პაციენტი რაგინდ მძიმე არ უნდა მომხვდარიყო, ის მიიღებდა სრულ სერვისს. ანუ ტყუილია ის, რომ მე პაციენტები მივატოვე უყურადღებოდ.
ეს იყო ჩემი პროტესტის ფორმა. მე მაქვს თავისუფალი აზრის გამოხატვის. მე უბრალოდ ჩემი პოზიცია დავაფიქსირე იმიტომ რომ ეს აქცენტირებული ყოფილიყო ყველა იყო მდუმარე და ჩუმად მჯდომი ექიმისთვის ვინც მე მაქილიკებს. ეს იყო ჩემი პროტესტის ფორმა და მე არ მიმიტოვებია ჩემი პაციენტები უყურადღებოდ…
მე უარს ვიტყვი სიცოცხლეზე თუ პრეზიდენტის სიცოცხლე ეჭვის ქვეშ დადგება. ეს არ არის ადამიანობა, ეს არ არის ექიმობა. ჰიპოკრატეს ფიცი მარტო ოზურგეთის საავადმყოფოზე არ ვრცელდება… ამ საშინელი კადრების უნდა რცხვენოდეს ნებისმიერ ექიმს…”- ამბობს ლევან გოგუაძე.