დაუშვებელია, ასე მოექცე შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, საერთოდ ადამიანს – ლუკ კოფი

“დაუშვებელია, ასე მოექცე შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. საერთოდ, დაუშვებელია, ასე მოექცე ადამიანს!” – ასე ეხმაურება იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივად გადაყვანის კადრების გავრცელებას “Heritage Foundation”-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი.

მან პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბუგრის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეული დათქმებით. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share