ქოცებო” ჩემი ქვეყნის სიმბოლოს იატაკზე ნახევრად შიშველს რომ ახოხიალებთ, გგონიათ ვინმე როდესმე გაპატიებთ? – მამუკა ღლონტი

“ქოცებო” ჩემი ქვეყნის სიმბოლოს იატაკზე ნახევრად შიშველს რომ ახოხიალებთ, გგონიათ ვინმე როდესმე გაპატიებთ?, მე არასდროს! – ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაყვანის კადრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

”რუსეთში ვსწავლობდი არქიტექტურის ინსტიტუტში, ხოდა მომრჩა იქაური სტუდენტობის მეგობრები, ერთხელ ერთმა მიშაზე ცუდი რაღაცეები მომწერა (იმ პერიოდში როცა მიშა და მისი რეჟიმი ყველაზე მეტად მდევნიდა) ხოდა დავახურე თავზე იმ ჩემს მეგობარს, იმიტომ რომ მან ჩემი ქვეყნის სიმბოლო პრეზიდენტი (კარგია თუ ცუდი) აუგად მოიხსენია. ჩემთვის ჯერ სამშობლოა შემდეგ ყველაფერი, მათ შორის მეგობრობაც. იმასაც შეგახსენებთ რამდენი ვიბრძოლე მიშას რეჟიმის დასანგრევად და ამით ყოველთვის ვიამაყებ! აქვე გეტყვით რომ “ნაცების” გამოსწორების არ მჯერა! ახლა კი რატომ ვწერე ამდენი: “ქოცებო” ჩემი ქვეყნის სიმბოლოს იატაკზე ნახევრად შიშველს რომ ახოხიალებთ და ამას აქვეყნებთ, თქვენ გგონიათ ვინმე როდესმე გაპატიებთ? მე არა, არასდროს!” –  წერს მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share