გურიაში კორონავირუსის 345 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა -12 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 4 445 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 77 ადამიანი, 3 508 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 50 782 კვლევა, აქედან 30 215 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო  20 567 ​PCR-ით. 11 ნოემბერს აიცრა 7 103 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 8,75%-ია, ბოლო 14 დღის – 10,02%-ია, 7 დღის – 10,06%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 2 450 შემთხვევა;
  • აჭარა – 788;
  • იმერეთი – 1 100;
  • ქვემო ქართლი – 530;
  • შიდა ქართლი – 311;
  • გურია – 345;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 776;
  • კახეთი – 469;
  • მცხეთა-მთიანეთი – 99;
  • სამცხე-ჯავახეთი – 159;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 56 164 აქტიური შემთხვევაა. 6 856 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 660, აჭარაში – 612, იმერეთში – 1 430. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 657 პირი, მათ შორის, თბილისში – 636, აჭარაში – 127, იმერეთში – 502. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 360 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 36, იმერეთში – 31.

1 324 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 864 – თბილისში, 269 – აჭარაში. 47 984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 55, ხოლო აჭარაში – 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 50 601 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 775 826 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 708 820 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 816 კი გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share