ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი სპეციალური პენიტენციური სამსახუეის მიერ, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის №12 რუსთავის ციხიდან №18 გლდანის ციხის საავადმყოფოში შესახლების კადრების გამოქვეყნებას.
“ვუპასუხებ ვიდეოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. შემიძლია, ძალიან ნათლად ვთქვა – ამ ვიდეოს გავრცელება ძალიან საეჭვოდ და სამწუხაროდ მიმაჩნია. ვთვლი, რომ ეს არ უწყობს ხელს ვითარების განმუხტვას, ვერ ვხედავ, რომ ამ ვიდეოს გავრცელების მიზანი პასუხობს იმას, რაც უნდა იყოს ყურადღების ცენტრში – ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის პარალელურად, მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების დაცვა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.