შეერთებული შტატები ევროპას აფრთხილებს, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში პოტენციურ შეჭრას განიხილავდეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ბლუმბერგი” ავრცელებს.
როგორც შტატებში აცხადებენ, ისინი ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაძლიერებას უკრაინის საზღვართან. კრემლში კი ამბობენ, რომ მის ტერიტორიაზე სამხედრო გადაადგილება შიდა საქმეა და აგრესიულ ზრახვებს უარყოფენ. ენტონი ბლინკენის თქმით, ისინი შეშფოთებულები არიან ფაქტით, რომ რუსეთმა შეიძლება შეცდომა დაუშვას და გაიმეოროს ის რაც 2014 წელს გააკეთა.
https://rustavi2.ge/