სახელმწიფო დაცვის თადარიგის პოლკოვნიკის მიმართვა-“მეგობრებო, ნუ შეასრულებთ პუტინის რუსეთის მონა მთავრობის უკანონო დავალებებს”

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს, სახელმწიფო დაცვის თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი ლაგურაშვილი.

მან სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და ყველა ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე კოლეგას მოუწოდა, გაემიჯნონ და ნუ შეასრულებენ პუტინის მთავრობის უკანონო დავალებებს.

მინდა მივმართო თავდაცვისა და ყველა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს, კოლეგებს. მეგობრებო, გაემიჯნეთ და ნუ შეასრულებთ პუტინის რუსეთის მონა მთავრობის უკანონო დავალებებს, ჩაიხედეთ ყველამ თქვენს გულში და დადექით სიმართლის მხარეს.  მე მხარს ვუჭერ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, თავისუფლება მიშას.” ამბობს გიორგი ლაგურაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს,  გარკვეული დათქმებით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share