„მოგიწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა! გაჭიმავთ დროს?! უფრო მძიმედ დაამთავრებთ!“ – გია როინიშვილი ხელისუფლებას მიმართავს

მსახიობი გია როინიშვილი ხელისუფლებას მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან ერთად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

„ე.წ. ხელისუფლებავ მოგიწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა! მოგიწევთ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა! მოგიწევთ და თქვენთვისვე ჯობს დროზე გადადგათ ეს ნაბიჯი! რეპრესიები თქვენი თვითგანადგურებაა! გაჭიმავთ დროს?!- უფრო მძიმედ დაამთავრებთ!“ – წერს გია როინიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share