“ამ დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული პრეზიდენტის უსაფრთხოება და არც სათანადო სამედიცინო საშუალებებია”-ჯონ სენდვიჯი

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი ჯონ სენდვიჯი: „პირველ რიგში, ეს მართლაც არ არის შესაბამისი დაწესებულება ყოფილი პრეზიდენტისთვის, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ის საკმაოდ მხნედ არის. ამ დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული მისი უსაფრთხოება და არც სათანადო სამედიცინო საშუალებებია იმ შემთხვევისთვის, თუ მისი მდგომარეობა გართულდება. მე ვნახე მის მიმართ ბრალდებები და შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკაში მსგავს ბრალდებებს ვერ იხილავთ. ვფიქრობ, რომ ის, რაც მას ბრალად ედება, საერთოდ არ იქნებოდა მიჩნეული სისხლის სამართლის დანაშაულად ამერიკის კანონით, ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. თუმცა, ამჟამად, ჩვენი უპირველესი საზრუნავი მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მათ [ხელისუფლებას] აქვთ ვალდებულება, რომ პატიმარზე იზრუნონ, იმის მიხედვით კი, რაც ამ დაწესებულებაში ვნახე, ამ ვალდებულებების შესრულება ადეკვატურად შეუძლებელია. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პრეზიდენტს.. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ დაწესებულებაში ის პატიმრები არიან, რომლებიც მისი მმართველობის დროს დააპატიმრეს. ვნახე იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრები და მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად შემაშფოთებელია ის, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი ამ დაწესებულების შეუსაბამობაა. ეს არ არის საავადმყოფო, ეს არის საპატიმრო, სადაც არის სამედიცინო პუნქტი, თუმცა ის არ არის საკმარისად აღჭურვილი, რომ სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პაციენტს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ”-ჯონ სედვიჯი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share