ჯონდი ბაღათურიას მეუღლე ნათია ფოფხაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში წერს:
“ჩემი ნათია გარდაიცვალა… განუსვენე უფალო სულსა მიცვალებულისა მხევალისა შენისა ნათიასი და დაამკვიდრე ცათა სასუფეველში სადაცა მართალნი განისვენებენ” – წერს ბაღათურია.
ნათია ფოფხაძე ალადაშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული, მას ცოტა ხნის წინ ინტუბაციაც დასჭირდა. გარდა ამისა, მას თანმდევი დაავადება ჰქონდა – სიმსივნე, რომელსაც 2 წელი ებრძოდა.