ლანჩხუთში კლინიკა “მედალფას” სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.ერთ-ერთი მათგანი ჩოხატაურიდან მოწვეული ექიმია.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.
“კლინიკა “მედალფას” სამი თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული, ერთ-ერთი მათგანი ჩოხატაურიდან მოწვეული ექიმია, რომელიც პერიოდულად “მედალფას” კლინიკაში” მუშაობს.ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა ნორმალურია, სახლში გადიან მკურნალობის კურსს.”- გითხრა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ, გურიაში დღეს კორონავირუსის 87 შემთხვევა დადასტურდა.