“ტორესა მოსის დაკავება და ვადის გაგრძელება არღვევს მის უფლებებს და ამიტომ ის ხელწერილის საფუძველზე დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს”– აცხადებს მისი ადვოკატი, თეო ზაქარაშვილი, რომელიც “გამჭვირვალობა საქართველოს” წარმოადგენს.
მან ცოტა ხნის წინ დატოვა კახეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორი, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.
უფლებადამცველის ინფორმაციით, ზემდგომ ორგანოს უკვე მიმართა დაკავებულის ხელწერილის გათავისუფლების მოთხოვნით.
ადვოკატი ამბობს, რომ ტორესა მოსის სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.
შეგახსენებთ, ტორესა მოსი პოლიციამ თელავში, სუს-ის შენობის შესასვლელთან დააკავა.
საუბარია “გირჩი-მეტი თავისუფლების” აქცია-პერფორმანსბზე, რომელიც ქვეყნის 6 ქალაქში დღეს ერთდროულად დაიწყო.
ტორესა მოსი სამართალდამცავებმა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და ჯერ პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოში, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
მას გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173- ეს მუხლით ედავება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.