მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის კორიდორებში თრევა და შემდეგ ამ ვიდეოს გავრცელება საჯაროდ მიუღებელი საქციელია:
„ვინმეს თუ ილუზია შერჩა იმის, რომ ციხეში ახლა უკეთესი რამ შეიძლება მოხდეს, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა… და ციხეებში საოცრებები ხდებოდა იმ დროს. ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ. მე არავისტი ვარ და აბსოლუტურად თავისუფალი ვარ ჩემს სინდისთან. წინა ხელისუფლების დროს იჯდა ჩემი ძმა და ვიცი, სიცილის გამო რა დღეში შეიძლებოდა ჩაეგდოთ პატიმარი.ის კადრები, რაც გამოვიდა, დამონტაჟებულიც კი შემაძრწუნებელი იყო. ჩემთვის აქ სახელსა და გვარს არ აქვს მნიშვნელობა – მიხეილ სააკაშვილია თუ გიორგი მარგველაშვილი, კობახიძე თუ ღარიბაშვილი.
პირველ რიგში, ეს ჩვენი შეურაცხყოფაა. ვინც ხელისუფლების მომხრეა, მაინტერესებს მათი აზრი, რას ფიქრობენ ამაზე.
2021 წელია და მესამე პრეზიდენტს დაათრევენ კორიდორებში ნახევრად შიშველს. ვინ მისცა ასეთი რამის გასაჯაროების უფლება? საცდელი ვირთხების პოზაში ვართ. ქვეყანაში, სადაც ადამიანები ხუთ კილო კარტოფილზე რაღაც ქმედებას ჩაიდენენ, ისე არიან დაბეჩავებულები, რომელ სამშობლოს სიყვარულზე, ოკუპაციაზე უნდა ველაპარაკოთ?!..“-განაცხადა მომღერალმა გადაცემაში “შენი დილა”.