” ერთ სიბრტყეზე დევს ამ ქვეყნის მომავალი და პრეზიდენტის ფიზიკური სიცოცხლე. სტატისტიკურად მეტი ადამიანი კვდება ფეხზე მოსიარულე, ვიდრე სტაციონარში. იცოდეთ ,პრეზიდენტის სიცოცხლე უკიდურეს საფრთხეშია. ყველა სიტყვა, ყველა სუნთქვა პერზიდენტის და შესაბამისად ქვეყნის გადასარჩენად უნდა იყოს მიმართული” – ასე ეხმაურება ექიმი მარინა ტოტოჩავა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს:
“სამედიცინო თვალსაზრისით,კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სასიცოცხლო პარამეტრი, პოლიტიკოსების გამოსვლაში რომ სიტყვის მარაგად იქცევა, იმის დასტურია, რომ შესაბამისი მკურნალობა დაგვიანებით მაინც მიმდინარეობს. მედიცინას სხვადასხვა განხრები აქვს. დახმარების სისწრაფეც შესაბამისია.როცა ვინმე პაციენტი ინტენსიური თერაპიის პროფილია, თავისი უკიდურესად დარღვეული მონაცემებით, დაუყონებლივ უნდა მოხდეს ამ მონაცემების დაბალასება და არა პოლიტიკურ მოთქმებად ქცევა. ჩვენი ქვეყანა რეგრესის ჭაობშია ყველა მიმართულებით. ყველა დარგი და სისტემა პარალიზებულია და დემორალიზებულია. . ადამიანებს ადრე, სხვა მცნებები გვაბედნიერებდა.ახლა თუ ვინმე ჭკვიანურს იტყვის ეს გვაბედნიერებს. თუმცა რა გასაკვირია. ,იმ პირობებში, როცა მთავრობის ზოგიერთ წევრთა გამოთქმული პოსტულატები, სალონური ჭკუასუსტობის სტანდარტებია.
ძალიან მომეწონა ექიმ თოიძის სიტყვები————————————„-ახლა ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ექიმებს ეკისრებათ“. დღეს პრეზიდენტის ბედი, მთლიანადაა გადაკვანძული საქართველოს მომავალთან და ამ ქვეყნის რეალურ არსებობასთან.ცხადია არ აპირებს ეს მთავრობა, მის გადაყვანას ფართოპროფილურ სტაციონარში. ერთი წუთი არ უნდა დაიკარგოს , მისი სიცოცხლის გადასარჩენად და სამედიცინო დახმარება უწყვეტად გაუკონტროლდეს. არ ვიცი ვინ მკურნალობს და რამდენად აქვთ საშუალება ამის განხორციელების.რადგან, საქმე საქართველოს მომავალს და ყოფნა- არყოფნას ეხება, ვფიქრობ ,ეს მკურნალობა უნდა გასაჯაროვდეს. ყველა საუკეთესო ექიმი ჩაირთოს.მოსმენილი იყოს ყველა აზრი. ყველას არ ეხება, მაგრამ, დასამალი არ არის, რომ ამ ქვეყანაში ცნობილი ექიმი, რომ გამხდარიყო ვინმე ან კერძო სტრუქტურის უფროსი, უშიშროების ქვემდებარე უნდა ყოფილიყო.ახლა უფროა ასე.შეიძლება ისეთები გააპოპულარულონ, რომლებიც მედიცინის ანბანის აზრზე არ არიან. ამიტომ, მკურნალობას მარტო ცნობილებს ნუ ვანდობთ. ამ ქვეყანას ძალიან ბევრი საუკეთესო ექიმი ჰყავს. ისიც იცით შევარდნაძის დროს, როგორ იყიდებოდა დიპლომები და დისერტაციები. შესაბამის კრიტიკულ მომენტებში, სტაციონარის გარეშე სარეანიმაციო პაციენტებიც ბევრი მოგვირჩენია ბინის პირობებშიც.ამიტომ აუცილებელი საჭირობები უნდა განხორციელდეს. უნდა ვიბრძოლოდ სტაციონარში გადასაყვანად. მაგრამ, არ უნდა დაგვიანდეს აუცილებელი დახმარება. მთავრობა არაჰუმანურია ,მაგრამ, ეს ხელს არ უშლის ექიმების თავგანწირვამ შედეგი არ აჩვენოს. ექიმის ფუნქცია არამარტო მედიკამენტის გამოყენებაა. მისი ფუნქციაა ასევე, პაციენტის დარწმუნება— აუცილებელი ქმედებების განხორციელებაში. რაც შეეხება კალიუმს. მასზე ჩვენს პირობებში ლიტერატურაც არ არის. ჩემი ნაშრომია———რატომ გვჭირდება კალიუმი. რაც შემოკლებით წარმოვადგინე აქ, ევროსტანდარტის მონაცემების ფარგლებშია და ჩემი პრაქტიკული შედეგებია თანდართული. ანუ ვგულისხმობ სტატიას კალიუმზე, რაც ამ სივრცეში წარმოვადგინე გასულ წლებში. მძიმე დაავადებათა 80 პროცენტის ეტიოლოგიაში ერთი მიზეზი კალიუმის დეფიციტია. მათ შორის ინფარქტის და ინსულტის. მაგრამ, კალიუმის დაცემის დროს, ყველაზე მეტი მოსალოდნელობაა——- გულის უეცარი გაჩერება. გული ბევრი ფიზიოლოგიური სისტემის ჰარმონიით მუშაობს, მაგრამ ის ჩერდება———–როცა კრეატინოფოსფატის ბოლო წვეთი დაეცემა და კალიუმი და მაგნიუმი ბოლომდე დავარდება. ამასთანავე, ჩვენს პირობებში გაზომილი კალიუმის მონაცემი, ძირითადად ,პერიფერიულს შეესაბამება და შეიძლება მეტი ვარდნა იყოს.პერორალურად მიღებული კალიუმი, რომელსაც კუმულაციური უნარი აქვს და დიდხანს არ იწყებს მოქმედებას, გადასხმით უნდა შეიცვალოს. მაგრამ კალიუმის პრეპარატი, ამინომჟავური და ცილოვანი შიმშილის ფონზე, ოდნავ მომატებული სისწრაფით გადასხმის დროს, შეიძლება, გულის გაჩერების მიზეზი აღმოჩნდეს. ამიტომ, საჭიროა მისი მჟავის სახით გადასხმა. მაგალითად, ასპარგინის მჟავის სახით, რომელიც ახდენს კალიუმის შეტანას გულში. ამ დონეზე უფრო მკვეთრი პროტესტია საჭირო პრეზიდენტის გადასარჩენად. პარლამენტარები პარლამენტის წინ უნდა დასხდნენ, თუნდაც ვერ იშიმშილონ. პარტია პარტიის ოფისის წინ უნდა დასხდეს. ნაცების დროს პრივილეგირებულმა ადამიანებმა, ბევრად მეტი უნდა იაქტიურონ.ცნობილი პიროვნებები ყველა დარგის ,საპროტესტოდ უნდა გამოვიდნენ თავიან თი უწყებების წინ. თუ ბოლომდე არ დავიხარჯეთ, მომავალი არ ექნება ამ ქვეყანას. ერთ სიბრტყეზე დევს ამ ქვეყნის მომავალი და პრეზიდენტის ფიზიკური სიცოცხლე. სტატისტიკურად მეტი ადამიანი კვდება ფეხზე მოსიარულე, ვიდრე სტაციონარში. იცოდეთ პრეზიდენტის სიცოცხლე უკიდურეს საფრთხეშია. ყველა სიტყვა, ყველა სუნთქვა პერზიდენტის და შესაბამისად ქვეყნის გადასარჩენად უნდა იყოს მიმართული. არა მარტო მე, ჩემს მეგობარ ბევრ საუკეთესო ექიმს აინტერესებს, რა დახმარება უტარდება პრეზიდენტს და რა მონაცემების შესაბამისად. ნურავინ საწყენად ნუ მიიღებთ. ვეხმაურები ბრწყინვალე ადამიანის, ექიმის—- ბატონ თოიძის სიტყვებს ანუ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოდ ამ ეტაპზე, განსაკუთრებით კი ექიმებმა.” – წერს მარინა ტოტოჩავა.