მთავარსარდალი, რომლის დროსაც ღირსეული გახდა ძალოვან სისტემებში მსახური, არ უნდა იყოს მსგავს სიტუაციაში – თადარიგის სამხედროს მიმართვა

”შეურაცხყოფილი ვარ იმით, რაც ხდება მესამე პრეზიდენტის გარშემო” – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მიმართვას ძალოვანი უწყების კიდევ ერთი წარმომადგენელი, თავდაცვის ძალების თადარიგის სამხედრო რევაზ თინაშვილი ავრცელებს.

თინაშვილი იხსენებს რა პირობები იყო ჯარში მიხეილ სააკაშვილის მთავარსარდლობამდე და როგორ გახდა ჯარისკაცის ცხოვრება ღირსეული და პატივსაცემი საქმე.

“შეურაცხყოფილი ვარ იმით, რაც ხდება მესამე პრეზიდენტის გარშემო, რადგან ჯარიდან რომელსაც ჰქონდა თუთიყუშის საჭმელი ფაფად და ჩაი, რომელსაც ობის გემო ჰქონდა, შექმნა ჯარი, რომელსაც ჰქონდა საჭმელი, ჩასაცმელი და თანამედროვე შეიარაღება სამშობლოს დასაცავად. მთავარსარდალი, რომელიც საბრძოლო პოზიციებზე 2-ჯერ იყო ამოსული 9 და 11 აგვისტოს სოფელ ბროსლედთან, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამით შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს სამშობლოს. მთავარსარდალი რომლის დროსაც საპატივცემულო და ღირსეული გახდა ძალოვან სისტემებში მსახური, არ უნდა იყოს მსგავს სიტუაციაში. თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს”,– ამბობს თინაშვილი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share