ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე, მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხის საავადმყოფოში შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია პირველის ეთერში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია არა გლდანის ციხის სამედიცინო ნაწილში არამედ, კლინიკის მეხუთე სართულზე, ოთახში სადაც მას სიცოცხლისთვის საჭირო არც ჟანგბადი აქვს და არც სამედიცინო აღჭურვილობა.
ხერხეულიძის თქმით როგორც კი მიხეილ სააკაშვილი საკნის სარკმელს გააღებს სხვა პატიმრები, მისი კედლის წინ საკნებიდან მას შეურაცხყოფას აყენებენ, რაც ხერხეულიძის თქმით, პატიმრებს დავალებული აქვთ.
“მიხეილ სააკაშვილი არის ამ დაწესებულებაში … ყველამ ვიცით ჩვენ, როგორიც არის, კი არ გახლავთ მულტიფუნქციური, მაგრამ ეს არის ე.წ. “რეზბალნიცა”, საავადმყოფო ციხის, იქ არ იმყოფება თურმე მიხეილ სააკაშვილი, მე პირველად გავიგე დღეს ეს. მიხეილ სააკაშვილი არის ამ შენობის მეხუთე სართულზე, საერთოდ ცარიელია ეს სართული, მისი საკნის კართან დგას ერთი ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით და წარმოდგენით მას იცავს, გვერდით ოთახში არის ერთი ექიმი, რომელსაც თუ არ დაუძახა მიხეილ სააკაშვილმა, ვერაფერს ვერ გაიგებს რა მდგომარეობაშია ის, ან სათვალთვალო კამერა უნდა აფიქსირებდეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ან ამ ქალბატონს როგორმე თავად უნდა შეატყობინოს.
მაგრამ საქმე გახლავთ იმაში, რომ ჩვენ გვანახეს ოთახი, პალატა, სადაც ის საწოლია და რასაც ერთი კვირა არემონტებდნენ, თურმე ყოფილა ეს ამბულატორია ჩვეულებრივი, რომელიც გადააკეთეს პალატად, არაფერი ამქვეყნად იქ არ არის, ის ტომოგრაფიაც კი, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში გვეუბნებოდნენ. გარეთ არის გამოტანილი. მიხეილ სააკაშვილის საკანში, საკანია ჩვეულებრივი, უბრალოდ, უფრო დიდი ვიდრე ჰქონდა მას რუსთავში, აქვს მხოლოდ წნევის აპარატი, რომელიც თქვენ კადრებში ნახეთ რომ დაამტვრია, იმიტომ რომ იცით ინექციასთან დაკავშირებული ფაქტები, რომ მას ნების საწინააღმდეგოდ ინექციას და თვითონვე ამბობს რომ ისინი ექიმები არ იყვნენ და იყვნენ სპეცრაზმელები, რომელსაც ერთს ეცვა თეთრი ხალათი, არ ვიცი რას უკეთებდნენ შეიძლება დამამშვიდებელს, მაგრამ ეს იყო ჩემი ნებართვის გარეშეო და მე ამას არ დავუშვებდი არცერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნდობა აღარ არსებობდა ჩვენს შორის, იმიტომ რომ მომატყუესო.
ამ საკანში არ არის არაფერი, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი კი არ არის მულტიპროფილურ კლინიკაში, მულტიპროფილურ ჯოჯოხეთშია გადაყვანილი და რატომ, პირველ რიგში მას სჭირდება ჟანგბადი. ფანჯარა არის სრულად დაგმანული, არ იღება. ჟანგბადი იქ არ შედის და არ შედის მზის სხივი, როგორც კი ამ ფანჯარას აწევს მიხეილ სააკაშვილი, ჟანგბადის მიღების მიზნით, ცარიელ საკანში სადაც არანაირი დახმარების ინსტრუმენტი არ არსებობს, მაშინვე ტყდება გინება და ისტერიკა პატიმრების მხრიდან და ის იძულებულია ჩამოწიოს ის ფანჯარა. ადამიანს, რომელიც ამდენი დღე შიმშილობს არ აქვს ჟანგბადის მიღების შესაძლებლობა.
მან თქვა, რომ მე რომ იგივე საკანში საპირისპირო მხარეს გადამიყვანონ უკვე სხვა ხედი მექნება, შევხედავ ქუჩას და არა პატიმრების კორპუსს, ვისაც იძულებით აყვირებენ და აქ ყველა თავისი ნებით არ არის ჩართული. დავალება აქვთ კონკრეტულ პატიმრებს მიცემული იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ არ აცოცხლონ და ამას ასრულებენ. ძალიან ბევრი ამაში არ ერთვება და მადლობა მათ. ადამიანი რომელიც ვითომ გადაიყვანეს სამკურნალოდ კონსილიუმის დასკვნის და საგანგაშო მაჩვენებლების საფუძველზე, რომელსაც სჭირდება სასწრაფო დახმარება აღმოჩნდა ადამიანების პირისპირ ვინც მას მუდმივად სიკვდილს უსურვებენ. თუ მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა ამ ცარიელ საკანში შეყავთ მიხეილ სააკაშვილთან ექიმი ან ექთანი, რომელიც იქ უსინჯავს წნევას და აუღებს სისხლს საჭიროების შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი პროტესტს არ გამოაცხადებს ამაზე ამ კონკრეტულ დღეს შესაძლებელი გახდება სისხლის აღება, თუ არადა ესეც არ იქნება. იქ არანაირი დახმარება არ აქვს.” – ამბობს ეკა ხერხეულიძე
ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ სააკაშვილის თქმით, მას რუსთავში უკეთესი პირობები ჰქონდა და სამედიცინო ოთახში იღებდა კარგ დახმარებას, რადგან ის იყო მედპუნქტი.
ხერხეულიძის თქმითვე მიხეილ სააკაშვილს სისხლში კალიუმის დონე 2.8 აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის ინფარქტის საფრთხის წინაშეა და ის შესაბამის დახმარებას იმ ოთახში სადაც ახლაა მოთავსებული ვერ მიიღებს. ხერხეულიძის თქმით სააკაშვილს თუ ინფარქტი მოუვა ე.წ. “რეზბალნიციდან” სადაც მას გადაიყვანენ უნდა მოხდეს მკურნალი პატიმრების ევაკუაცია.
11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.