მესამე პრეზიდენტის დედა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა.
გიული ალასანიამ ილია მეორეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი უფლებების დარღვევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე შიო და მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ესწრებოდნენ. სინოდის წევრები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, რა პოზიცია დააფიქსირა შეხვედრაზე ილია მეორემ.