60-იანი წლების „დიდი მერცხალის“ ხანა, რომლის უკანაც ო. კიშინსკი, კ. გოგელია, მ. გორდელაძე იდგნენ, ბახვა გიორგაძემ 80-იან წლებში წარმატებით განაგრძო. 80-იანი წლები მართლაც ოქროს ასოებით შევა „მერცხალის“ ისტორიაში, ხოლო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორია ოზურგეთის „მერცხალის“ გარეშე წარმოიუდგენელია, ორჯერ ასპარეზობდა კლუბი საქართველოს უმაღლეს ლიგაში და ორივეჯერ ამ წარმატების უკან ბახვა გიორგაძე იდგა.
ცნობილი ოზურგეთელი ფეხბურთის მენეჯერი და მწვრთნელი, გასული საუკუნის 80-იანი წლების ოზურგეთის “მერცხალის” “ოქროს ხანის” შემომქედი, ბახვა გიორგაძე 84 წლის ასაკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მიმდინარე წლის დასაწყისში გარდაიცვალა. ის 5 იანვარს, მშობლიურ სოფელ შემოქმედში დაკრძალეს.
ბახვა გიორგაძესთანაა დაკავშირებული ოზურგეთის ფეხბურთის ისტორიის ერთერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა, ცნობილის 60-იანი წლების შემდეგ. ამ წარმატების სათავეშიც აწ განსვენებული თითქმის მარტო იდგა. მისი ხელმძღვანელობით “მერცხალი” რამდენჯერმე გახდა საქართველოს ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის პირველობის მეორე ლიგაც მოიგო და მაშინდელ საბჭოთა კავშირის მასშტაბით საუკეთესო 40 კლუბში შესვლაზე, ანუ პირველი ლიგის საგზურის მოპოვებაზე სულ ცოტა დააკლდა. საკუთარი მოღვაწეობის პერიოდში ბახვა გიორგაძე რამდენჯერმე ხელმძღვანელობდა ლაითურის “გიგანტს” და ოზურგეთის “მერცხალს” მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ყოველთვის ეს საფეხბურთო კლუბები გამოირჩეოდნენ ამბიციებითა და მაღალი მიზნებისათვის ბრძოლით.
ლაითურის „გიგანტმა“ ბახვა გიორგაძის ხელმძღვანელობით ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის „ოქროს თავთავის“ თასი. ოზურგეთის ს/კ “მერცხალის” მთელი კოლექტივი კიდევ ერთხე ღრმა მწუხარებით იუწყება ღვაწლმოსილი დამრიგებლის გარდაცვალებას „მისი ნათელი ხსოვნა სამარადისოდ დარჩება კლუბში, მანამ, სანამ ოზურგეთის „მერცხალს“ არსებობა უწერია. ვიმეოდვნებთ კლუბს კვლავ მიეცემა შესაძლებლობა, დაიბრუნოს ის სახელი და ავტორიტეტი რომელიც მას ბახვა გიორგაძისნაირმა, წარმატებულმა და კვალიფიციურმა მენეჯერებმა დაუმკვიდრეს ქართულ ფეხბურთში“ აცხადებენ ს.კ. „მერცხალის“ ადმინისტრაციაში.