კვლავ შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გამო – მაიკლ გალერი

კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ – ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი, მაიკლ გალერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მკურნალობის პირობებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ეხმაურება.

გალერი წერს, რომ აუცილებელია, მესამე პრეზიდენტს მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში ჩაუტარდეს.

“ჩვენ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გამო. მას უნდა ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში”, – წერს გალერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share