“მითხრა, მეგონა საზოგადოებამ ეს იცოდა და ძალიან მინდა გაიგონ ამის შესახებო“ – აქამდე უცნობი დეტალები სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გადაყვანის შესახებ

ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე, მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხის საავადმყოფოში შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია პირველის ეთერში ყვება, მიხეილ სააკაშვილის ნაამბობს, თუ როგორ მოხდა მისი გადაყვანა რუსთავის ციხიდან გლდანში.

ხერხეულიძის მონათხრობის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს იმაზე მეტი შეურაცხყოფა ვიდრე პენიტენციურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს.

“გადმოყვანის დროს მე პირველად გავიგე, რომ არსებობს ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მას უთხრა ტყუილი, ეს გახლავთ, რუსთავის მე-12 დაწესებულების დირექტორი, ბატონი მოდებაძე, რომელმაც მას უთხრა რომ ის გადაყავდათ ვივა მედში, მიხეილ სააკაშვილი შევიდა საკანში, მას ბოლო მნახველი ვიზიტორი ჰყავდა აკო მინაშვილი, ის უნდა შეხვედროდა დედას და შვილებს, უთხრეს რომ არ მოსულან, არადა ქალბატონი გიული და ბავშვები ელოდებოდნენ გარეთ, გარეთაც არა, უკვე შესულები იყვნენ ციხის ტერიტორიაზე [..]

მთელი გზა მომყვებოდა ეს ვერტმფრენიო, ორი მანქანა წინ და უკან მომყვებოდა, ეს რაღაცა შავი ჯიპები, რომლებიც მერე მოგვიანებით ჩვენ კადრში ვნახეთ, შუაში თავად სასწრაფოს მანქანით მიდიოდა, რეანომობილით, ისე როგორც უნდა წაეყვანათ, არაფერი არ გამკვირვებიაო, იმიტომ რომ ასე იყო მოსალოდნელი და ალბათ ასეც უნდა გადავეყვანეო, გამაკვირვა იმან, რომ გზაში ვერც ერთი შენობა ვერ დავინახეო და მივხვდიო, რომ რაღაც ქალაქგარეთ ვიმყოფებოდიო, ეს ვერტმფრენი მუდმივად დამყვებოდა თავზე, იმიტომ რომ ხმა მესმოდაო და მივხვდიო, რომ რუსთავის მეტალურგიურ ქარხანას როგორც კი გავუარეთო, გარდაბნის მხარეს გადავედითო, ეს აქეთ არ უნდა წამოვსულიყავითო, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაინც ნორმალური ადამიანი ვარ და ვიფიქრე ასე ჩავთვალეო, რომ იქიდან უნდათ შემოვლა დიღომში შესასვლელადო.

ავჭალას როგორც კი მივუახლოვდით, წარწერით მივხვდიო, იმიტომ რომ ვერ ვიცნობდიო, ვერაფერს ვხედავდიო და როგორც კი მივედი ვიკითხე, არავინ პასუხი არ გამცაო, არავის არაფერი შეურაცხყოფა არ მოუყენებია ჩემთვის, უბრალოდ პასუხი არ გამცესო და როგორც კი მივუახლოვდი გლდანის ტერიტორიას, ვუთხარი რომ არ არსებობს, მე აქ არ ჩამოვალ, იმიტომ რომ თქვენ მე მომატყუეთ და რუსთავის დაწესებულების დირექტორმა მითხრა ძალიან მშვიდ გარემოში, პერსონალის თანდასწრებით, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ახლა ვივა-მედის კლინიკაში და არა აქ. თქვა, რომ ჩამობრძანდით მეუბნებოდნენ, მე ვუთხარი არა, ის კადრები, რომლებიც თქვენ ნახეთ არის დაჭრილიო და თავისთავად ყველა მივხვდით ამას და როდესაც ეს საუბარი გაჭიანურდა დაიწყო უკვე კატეგორიული მოთხოვნა, რომ რას ელაპარაკები და დროზე ჩამოიყვანე, ეს ხდება მანქანაში, ოღონდ მართლა არ მინდა გვარების დასახელება, მისი ნებართვის გარეშე.
მოკიდე ხელი და ჩამოათრიეო, რას ელოდები ამასო. უნდა ითქვას, რომ იქ რამდენიმე ადამიანი ძალიან თავშეკავებული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ღიად არ აფიქსირებდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მაგრამ განწყობა თანაბარი იყო და ისინი ცდილობდნენ, რომ მე ძალით შევეთრიე და ეს ასე იქნებოდაო, მათ ვუთხარიო რომ ხომ მაქვს აქ ყოფნის უფლება ან დამაბრუნეთ იმავე ობიექტზე სადაც ვიყავი რუსთავში. მერე დაიწყეს გადმოთრევა, მერე ის შეურაცხმყოფელი სიტყვები რაც გაჟღერდა და არ გაჟღერებულა. ძალიან დამამცირებელი, ძალიან შეურაცხმყოფელი, ფიზიკური ძალა სადამდეც მეყოო თქვა, მე თვითონ არ ვიცი სად ვიპოვე ამდენი ძალა ჩემს თავშიო, იქ არ ყოფილა მარტივი ჩვენი ურთიერთობაო, მხოლოდ ისე არ ყოფილა, რომ ისინი ახორციელებდნენ ჩემს მიმართ აგრესიას და მე პასიური ვიყავიო, იმიტომ რომ მე მივხვდიო და ზუსტად ვიცოდი ვის წინაშე ვიდექიო, ვისი შეკვეთა ხორციელდებოდა და ამას ვეუბნებოდი მუდმივადო…

მე პირველად გავიგე, რომ მან სრული სიზუზტით, თავისი ხელით დამიხაზა როგორ იმყოფება. ის არის ე.წ ციხის საავადმოფო. სააკაშვილი იმყოფემა ამ შენობის მეხუთე სართულზე. მის სართულზე 1 ადამიანია, 1 ექიმი და თუ მას სააკაშვილმა არ დაუძახა ვერაფერს გაიგებს ექიმი. ჩვენ გვანახვეს პალატა, თურმე ეს ამბულატორია ყოფილა, რომელსაც 1 კვირა არემონტებდნენ და პალატად გადააკეტეს იქ არაფერი არ არის” – თქვა ხერხეულიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share