საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას თავდაცვის თადარიგის ოფიცერი კაპიტანი გერვასი ღვინიანიძე უცხადებს.
ღვინიანიძე, რომელიც 2008 წლის ომის მონაწილეა ამბობს, რომ სამხედროს ფიცი ეკუთვნის მის ქვეყანას და არა კონკრეტულ პიროვნებებს. ის მოუწოდებს სამხედროებს, რომ რუსული “ოცნების” ახდენაში მონაწილეობა არ მიიღონ.
” მე ფიცი მაქვს დადებული ერისა და ქვეყნის წინაშე, როგორც სხვა, დანარჩენ სამხედროებს. მოგმართავთ ყველა სამხედროს, თქვენ გაქვთ ფიცი დადებული და გახსოვდეთ, რომ ემსახუროთ ქვეყანას და არა პიროვნებებს. რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს გაუკეთეს და უკეთებენ, ეს მიუღებელი. ნუ შეასრულებთ რუსული ოცნების ბრძანებებს, თავისუფლება მიშას”, – ამბობს გერვასი ღვინიანიძე.