“ყოფილი მთავარსარდლის ცემა და თმებით თრევა არ შეგვშვენის, მეტი ღირსება ვიქონიოთ!” – თადარიგის ოფიცრის მიმართვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს შეიარაღებული ძალების თადარიგის კიდევ ერთი ოფიცერი არჩილ ეფაძე.

“ყოფილი მთავარსარდლის მიმართ ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა ეს პირველ რიგში კანონის უხეში დარღვევა და მეორე ნებისმიერი პატიმარი უნდა გაასამართლოს სასამართლომ და გამოუტანოს განაჩენი და არცერთ ინდივიდს არ აქვს უფლება, მას მოექცეს უხეშად. მით უმეტეს, ყოფილ მთავარსარდალს, რომელმაც გამოიყვანა საქართველო ისეთი სიბნელიდან, როგორიც იყო 1990-იანები. ჩამოაყალიბა სრულფასოვანი ჯარი, პოლიცია, გაწვრთნა, აღჭურვა და მისცა მიმართულება.

მინდა მივმართო ოფიცრებს, ბევრი თქვენგანი შეიარაღებულ ძალებში დანიშნულები ხართ მიხეილ სააკაშვილის გატარებული რეფორმების საფუძველზე და პოლიციაში. ყოფილი მთავარსარდლის ცემა და თმებით თრევა, გინება – არ შეგვშვენის. ცოტა მეტი ღირსება ვიქონიოთ”, – ამბობს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share