გელათის მონასტრის ძირითად ტაძარს ბოქლომი დაადეს

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გელათის მონასტრის ძირითად ტაძარს ბოქლომი დაადეს – ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპა ჩვენი სახლია” ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, დამოუკიდებელი მონიტორების გარეშე დარჩენილი პროცესი პირდაპირი მნიშვნელობით დაბოქლომდა.

“წულუკიანის და მისი ნდობით აღჭურვილი რამდენიმე პირის (მათ შორის იმ “ექსპერტების, რომლებიც ყველა ეტაპზე უარყოფდნენ არსებულ რეალობას) გარდა არავინ იცის რეალურად რა ხდება ბოქლომს მიღმა დამძიმებულ მდგომარეობაში მყოფი გელათის კედლებზე.

სამინისტრო მხოლოდ ზოგადი შინაარსის ცნობების გავრცელებით შემოიფარგლება, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც მორიგ ჯერზე, ახალი იმპროვიზაციების შესახებ საზოგადოებას ვუყვებით, ბოქლომზე ჯერ არაფერი უთქვამთ!

ამჯერადაც ვითხოვთ დეტალური ინფორმაციის და ვიზუალური ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელებას არსებულ მდგომარეობასთან და მიმდინარე დახურულ-დაბოქლომებულ პროცესთან დაკავშირებით!”,- ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share