ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე მისი კოლეგის, ანა ფოტიგასა და ლიეტუვის სეიმის დეპუტატების მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებას ეხმაურება და წერს, რომ ეს არის “საშინელი ქმედება” ხელისუფლების მხრიდან.
მისივე განმარტებით, “ქართულ ოცნებას” დეესკალაცია არ სურს.
“საქართველოს ხელისუფლების საშინელი ქმედებაა, უარი უთხრა ევროპარლამენტის წევრ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაციას მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე.
ქართულ ოცნებას დეესკალაცია არ სურს”, – წერს რასა იუკნევიჩიანე.