ესენი ევროპარლამენტარებს არ უშვებენ გლდანის ციხეში და სააკაშვილს გამოუშვებენ იქიდან? – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, ეხმაურება “ოცნების” გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარის მიხეილ სააკაშვილთან ციხეში არშესხვლაზე და სოციალურ ქსელში წერს:

“ესენი ევროპარლამენტარებს არ უშვებენ გლდანის ციხეში და სააკაშვილს გამოუშვებენ იქიდან? შეგახსენებთ, სააკაშვილმა შიმშილობას შეწყვეტაზე მზაობა უკვე სამი დღეა, რაც გამოაცხადაა, მაგრამ არა გლდანის ციხეში. ყველა სხვა გარემოებას რომ თავი დავანებოთ, გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა თვითმკვლელობაა – პოსტშიმშილობის რეაბილიტაცია (რეფიდინგი) უაღრესად რთულად სამართავი პროცესია და არათუ გლდანის ციხის საავადმყოფოში, ყველა სამოქალაქო კლინიკაშიც კი ვერ ხორციელდება სრულყოფილად” , – წერს გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share