მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს მისი თანამებრძოლი ეკა ხერხეულიძე და უკვე საგანგაშოს უწოდებს იმ მაჩვენებლებს, რომელიც მესამე პრეზიდენტს აქვს.
ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ მოინახულა
“კალიუმის მონაცემი, რასაც ანალიზი გვკარნახობს, არის საგანგაშო. 2,8 უკვე არის საგანგაშო და მიხეილ სააკაშვილს აქვს 2,6. ეს არის ინფარქტის წინაპირობა და მარტოა ადამიანი, დახმარების გარეშე და უცდის განაჩენს. ეს არის რეალური სურათი ის არის სასწრაფოდ გადასაყვანი მულტიპროფილურ კლინიკაში.” ამბობს ეკა ხერხეულიძე “მთავარი დებატების” ეთერში საუბრისას.
დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 44-ე დღეა.