პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მინისტრ ბრეგაძის იმ წერილს ეხმაურება, რომელიც მან ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მისწერა და განმარტება მოსთხოვა ტერმინ პოლიტიკური პატიმრისთვის.
“მე განგიმარტავთ ბატონო რატი – პოლიტ-პატიმარი არის პირი, რომლის საქმეში ფიგურირებს პოლიტიკური კომპონენტი, ანუ მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ხდება მართლმსაჯულების პოლიტიზირება, იმის მიუხედავად ის დამნაშავეა, თუ არა.
თქვენ ერთმანეთში გერევათ პოლიტ-პატიმრის და სინდისის პატიმრის განმარტებები. ან საიდან უნდა იცოდეთ განსხვავება ფუნთუშებზე გაზრდილმა ახალგაზრდამ, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების ზურგს უკან ამოფარებულს შეგიძლიათ ყელ-ყელაობა და ორივე სტატუსი უცხოა თქვენთვის” . – წერს გია ხუხაშვილი