“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება.
მელიას თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის გზავნილი “საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაციაა”.
ღია დეკლარაცია და განაცხადი საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა, მეტი კი არაფერი გააკეთა თავის დროზე იანუკოვიჩმა. იგივე განცხადება გაავრცელა დღეს ბატონმა კობახიძემ ქართული ოცნების სახელით. მან თქვა, რომ ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იქნება ეს ამერიკელი თუ ევროპელი, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის სახელითაც არ უნდა გაავრცელოს განცხადება, იტყვის რომ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არის მიკერძოებული, ის არის ჩვენი მტერი. ვინც იტყვის, რომ პოლიტიკური დევნა ხორციელდება სახელმწიფოში, ის არის მეტრი, ვინც იტყვის, რომ მურუსიძის სასამართლო არის პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღი, ისიც მტერია”- განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი ქმით, აქციები არ შეწყდება:
ამაზე მეტი რა უნდა ეთქვა პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეჟიმის წარმომადგენელს? ითქვა ბევრჯერ და ახლა უფრო მკაფიოა, რომ ეს ბრძოლა არის ცივილიზაციური – რუსეთი თუ დასავლეთი. სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება იმ ისტორიულ მისწრაფებების სასარგებლოდ, რომელსაც ჰქვია უწყვეტი სვლა დასავლეთისკენ ბუნებრივია ეს აქციები არ შეწყდება”- თქვა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ენმ-ს ლიდერმა.