ვერცხლის მედალი ჩოგბურთში ბათუმის ტურნირიდან

ქალაქ ბათუმში დღეს დასრულდა ფედერაციის თასის გათამაშება ჩოგბურთში ბავშვთა შორის, რომელშიც ოზურგეთის საჩოგბურთო სექციის აღსაზრდელებმა, დებმა ელენე და ბარბარე მამალაძეებმა მიიღეს მონაწილეობა.თავისი შედეგი გააუმჯობესა ელენე მამალაძემ,რომელმაც პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ,,დამამშვიდებელ წრეში”დამაჯერებლად მოიგო ორივე შეხვედრა: 6-0 6-2 ანა ხალვაშთან და 6-2 6-2 მარიამ მურვანიძესთან. ბარბარე მამალაძეს რაც შეეხება,მან თავის ასაკში ორი შეხვედრა მოიგო ჯგუფურ ეტაპზე .ნახევარფინალში კი ძალიან ლამაზ სტილში ორ სეტში 4-1 5-3 დაამარცხა ბათუმელი ტასო ჯინჭარაძე და გავიდა ფინალში სადაც საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან, ქუთაისელ სარა მაღლაკელიძესთან ორ სეტში 1-4 0-4 დამარცხდა.არადა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ბარბარეს მონაგები ჰქონდა მისთვის და რომ არა ფინალში პირველი სეტის მიმდინარეობისას ხელიდან გაშვებული დასანანი გეიმები,შედეგიც სხვანაირი იქნებოდა.ფაქტი ერთია: ბარბარემ ბოლო ერთი თვის მანძილზე უკვე მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა ბათუმში გამართულ ტურნირებზე და ამ ძალზედ ნიჭიერ ბავშვს ყველაფერი წინ ააქვს.ბავშვები ტურნირისთვის მწვრთნელებმა:მამუკა კილაძემ,დავით თავართქილაძემ და გივი სიამაშვილმა მოამზადეს🏆🎾🥈
მიმოხილვა მოამზადა გივი სიამაშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share