ოპოზიციონერი პოლიტიკოსი , გიგი უგულავა, ეხმაურება “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღეს გაკეთებულ განცხადებას და წერს:
“ჩვენ ვხედავთ, ყოველდღიურად ქართული ოცნება უკეტავს კარს ევროპას და უნდა გვესმოდეს, ქვეყანა, რომელიც კარს უკეტავს ევროპას, ის კარს უღებს რუსეთს.
მომდევნო ათი დღე იქნება უკიდურესად კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში”,- წერს უგულავა.
ცნობისთვის, დღეს კობახიძემ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას “ნაციონალური მოძრაობის დიდი ხნის ლობისტი” უწოდა.