“დედამიწაზე ჰაერი მცირდება: NASA-ს გამოთვლით, ჟანგბადის კოლაფსი ახლოვდება” – რას წერს გერმანული გამოცემა?

“დედამიწა დასაღუპავად არის განწირული. თუ ჩვენი პლანეტა როგორმე კლიმატურ ცვლილებებს გადაურჩება, გრძელვადიან პერსპექტივაში მზე ატმოსფეროში ჟანგბადის მთელ მოცულობას, პრაქტიკულად, “ამოწვავს”, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ “ფრანკფურტერ რუნდშაუში” (Frankfurter Rundschau) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით – “დედამიწაზე ჰაერი მცირდება: NASA-ს გამოთვლით, ჟანგბადის კოლაფსი ახლოვდება” (ავტორი – ულრიკე ხაგენი).
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მკვლევრების აზრით, დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის ამჟამინდელი შემცველობა დიდხანს არ გაგრძელდება… ამიტომაც სამომავლოდ (მართალია, საკმაოდ შორეულ პერსპექტივაში, მაგრამ – მაინც) “ლურჯ პლანეტაზე” ყოველი ცოცხალი არსება გაქრება”.
იაპონელმა და ამერიკელმა მკვლევრებმა – ხოძუმი ოზაკმა და კრის რეინჰარდმა შექმნეს დედამიწის კლიმატური, ბიოლოგიური და გეოლოგიური სისტემების მოდელი, რათა დაედასტურებინათ პროგნოზი, თუ როგორ შეიცვლება ატმოსფერული პირობები პლანეტაზე. კვლევა წარმოებდა აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) პროექტის ჩარჩოებში, დედამიწის პერსპექტივის შესახებ. “ჩვენ

მივედით დასკვნამდე, რომ დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადი დიდხანს აღარ იქნება და საბოლოოდ – მთლიანად გაქრება”, – ამბობს ხოძუმი ოძაკი.
მკვლევრების გამოთვლით, რამდენიმე ათასი წლის შემდეგ დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადი მხოლოდ 1% დარჩება, რაც სიცოცხლის გაქრობას გამოიწვევს (შედარებისთვის: დღეს ატმოსფერო 21% ჟანგბადს შეიცავს). ამ მოვლენის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მომავალში მზე სულ უფრო გახურდება და, შესაბამისად, უფრო მეტ ენერგიას გამოჰყოფს. ექსპერტებმა განსაზღვრეს, რომ ტემპერატურის მატებით ატმოსფეროში უფრო მეტი ნახშირორჟანგი CO2 იქნება, მაგრამ, იმავდროულად, ის მაღალი ტემპერატურის შედეგად დაიშლება. ეს ნიშნავს, რომ CO2-ის შემცველობა ჰაერში ძალიან შემცირდება და ფიტოსინთეზირებადი ორგანიზმებისათვის (მცენარეების ჩათვლით) საკმარისი აღარ იქნება. მოხდება ჯაჭვური რეაქცია – ჟანგბადის გამომყოფი ორგანიზმების დაღუპვა გამოიწვევს ჟანგბადის შემცირებას, გაიზრდება მეთანის შემცველობა, რაც კიდევ უფრო გაზრდის “სათბურის” ეფექტს დედამიწისათვის”.

ხოძუმი ოზაკისა და კრის რეინჰარდის აზრით, დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობის დაკლება 2,4 მილიარდი წლის წინ მომხდარ “ჟანგბადურ კატასტროფას” შეიძლება შევადაროთ: “ადამიანის მაცოცხლებელი ელემენტის შემცველობა კრიტიკულ ზღვრამდე დაიკლებს – მისი რაოდენობა ჰაერში, ახლანდელთან შედარებით, მილიონჯერ ნაკლები იქნება… როგორც კი დედამიწის ატმოსფეროში ცვლილებები დაიწყება, პროცესი სწრაფად განვითარდება. პლანეტა ჟანგბადს ათი ათასი წლის განმავლობაში დაკარგავს”.
რა თქმა უნდა, ასეთი პერსპექტივა ცუდია, მაგრამ არის “კარგი ამბავიც”, თუ შეიძლება ასე ითქვას: ამ საშინელ სცენარამდე მილიონობით წელი გვაშორებს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ კოსმოსურ კატასტროფებს (ასტეროიდების შეჯახებას), ვინ იცის, იარსებებს კი ჟანგბადის შემცირებამდე დედამიწა?” – ასეთი რიტორიკული კითხვაა დასმული სტატიის დასასრულს.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share