COVID-19-ის გამო, სულ უფრო იზრდება იმ ქალების რიცხვი, რომლებიც ძალადობრივ ურთიერთობებში არიან და თავს იზოლირებულად გრძნობენ.
UN Women Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კოვიდ პანდემიის დროს საქართველოში 19 ქალი მოკლეს. აქედან:
4 ქალი მოკლა ქმარმა;
4 ქალი მოკლა შვილმა;
4 ქალი მოკლა ოჯახის სხვა წევრმა;
7 ქალი მოკლა გარეშე პირმა.
რაც შეეხება მკვლელობის მცდელობებს:
8 შემთხვევა – ქმარმა
1 შემთხვევა -პარტნიორმა
3 შემთვევა – ოჯახის სხვა წევრმა
8 შემთხვევა – გარეშე პირმა.
UN Women Georgia-ს ცნობით, სტატისტიკა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან იანვარ-სექტემბრის ჩათვლით მოწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება.