დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დაცვის მხარე არა ერთხელ ითხოვდა მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, თუმცა, ყოველთვის უარს ეუბნებოდნენ. როგორც რამიშვილი განმარტავს, ფაქტია, რომ ახლა გარკვეული პრობლემა შეიქმნა:
“დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ მძიმე იყო, ეს ყველასთვის ცნობილი იყო. სწორედ მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების გამო, ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო მცდელობა მომხდარიყო სასჯელის გადავადება ან გათავისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც პრობლემა შექმნილია.
თუ გავითვალისწინებთ, იმას რა მდგომარეობაშია პენიტენციური დაწესებულება, პრეზიდენტიც ვერ იქნება დაცული. სასაკლაოდ გახადეს საპატიმროები”- აცხადებს რამიშვილი.
შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის ციხიდან”ვივამედის” კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ეტაპირება გუშინ ღამე განხორციელდა