”ქვეყანა, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზება მისი პოლიტიკური მიკუთვნებულობით განისაზღვრება, ბრბოა. არაფერი ახალი არ მითქვამს, უბრალოდ, მართლა შეშფოთებული ვარ. ადამიანის უფლებები, სიყვარული და ჰუმანურობა ყოველგვარ პოლიტიკურ გემოვნებასა და ანგარიშსწორების სურვილს აღემატება. ამის გააზრებას ვუსურვებ ჩვენს ერს. იმედია, ოდესმე ღირსეულ სახელმწიფოდ შევდგებით.”-წერს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის დირექტორი თამარ ღლონტი.