ოზურგეთში მძღოლები საწვავის ფასს აპროტესტებენ

ოზურგეთში მძღოლები საწვავის ფასს აპროტესტებენ. მოქალაქეთა ჯგუფმა სიმბოლურად ქალაქში ავტომსვლელობა სიგნალებით გამართა და შემდეგ ბენზინგასამართ სადგურ “ვისოლის” დროებითი ბლოკირება მოახდინა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საწვავის ფასი უკვე კატასტროფულად მაღალია და მისი ყოველდღიური ზრდა მოქალაქეების მატერიალურ მდგომარეობაზე მეტისმეტად მძიმედ აისახება. აქციის მონაწილეები საწვავის ბიზნესში მყოფ კომპანიებს ფასების დარეგულირებას, ხელისუფლებას კი ამ პროცესში მაქსიმალურ ადვოკატირებას სთხოვენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share