გურიის მოამბე

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 10 ოპოზიციონერი შიმშილობას იწყებს

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 10 ოპოზიციონერი შიმშილობას იწყებს.

მათი თქმით, შიმშილობა გაგრძელდება ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისთანავე.

შიმშილობა გამოაცხადეს:

  • აკაკი მინაშვილმა;
  • დავით კირკიტაძემ;
  • ლევან ბეჟაშვილიმა;
  • თემურ ჯანაშიამ;
  • ბაჩუკი ქარდავამ;
  • ნიკა მაჭუტაძემ;
  • აბდულა ისმაილოვმა,
  • სულხან სიბაშვილმა;
  • გიორგი გოდაბრელიძემ;
  • გიორგი ბარამიძემ.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა. 

ექსპრეზიდენტს, თავის მხრივ, შიმშილობის 45-ე დღე აქვს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights