საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, დავით ჯავახიშვილი მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ჯარისკაცებს მიმართავს. ის ძალოვანებს მოუწოდებს, რომ საქართველოს მტრების უკანონო დავალება არ შეასრულონ.
მოგმართავთ ყველას, ჩემო ძმებო, კოლეგებო, ოფიცრებო, ჯარისკაცებო, ვისთვისაც ხვალინდელი საქართველო სულერთი არ არის. რაც პუტინმა ვერ გააკეთა საქართველოში, 2008 წელს, ამას ნუ გავაკეთებთ ჩვენი ხელით ქართველები.
მოგმართავთ თხოვნით, ემსახურეთ საქართველოს და არა ქვეყნის მტერს, ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებს თქვენი ქვეყნისა და თქვენი ხალხის მიმართ. სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილს, თავისუფლება მიშას, – თქვა დავით ჯავახიშვილიმა.