“რუს მფრინავს ვმკურნალობდით და საკუთარ პრეზიდენტს ვკლავთ!… თავი გვეჭრება მსოფლიოში” – ექიმი ზურაბ ქეცბაია

“თავი გვეჭრება მსოფლიოში, საკუთარ პრეზიდენტს ვკლავთ” – ეს განცხადება ტვ მთავარის ეთერში გადაცემაში “მთავარი დიაგნოზი” ექიმმა ზურაბ ქეცბაიამ გააკეთა. მედიკოსი, რომელიც ოკუპირებული სოხუმიდანაა, ამბობს, რომ ის როგორც ექიმი ოპერაციებს უკეთებდა ყველა პატიმარს, განურჩევლად მათი წარმომავლობისა და დანაშაულოისა. ქეცბაია იხსენებს იმ ფაქტსაც, როდესაც ოპერაცია ჩაუტარდა რუს მფრინავს, რომელიც შემდეგ ოკუპანტ სახელმწიფოს გადასცეს. მედიკოსი ამბობს, რომ ამ ფონზე, ქვეყანას “თავი ეჭერება მსოფლიოს წინაშე, ვკლავთ საკუთარ პრეზიდენტს”.

“ვერავინ ვერ იტყვის მიზეზს სისხლდენის დღეს. 45 დღის შიმშილობის შემდეგ ვერავინ იტყვის რა არის მიზეზი, სისხლდენის, თუ ეს არ გამოიკვლიეს. როგორც ქართველი. როგორც პატრიოტი და როგორც ომის მონაწილე, ვმკურნალობდით ორ რუს მფრინავს, სტრატეგიული ბომბდამშენი ჩამოვაგდეთ, რომლის მსგავსი მსოფლიოში არავის ჩამოუგდია. ლუქსში გვეწვინა და მივეცით თავის ოკუპანტ ქვეყანას. თავი გვეჭრება, საკუთარ პრეზიდენტს, ავადმყოფს, ვკლავთ… რომ მოკვდება, მერ ეგვიან იქნება. თავი გვეჭრება მსოფლიოში, ასეთი ერი ვართ, როგორ ჩავდივართ ასეთ შეცდომას” – განაცხადა ზურაბ ქეცბაიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share