“ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი მისი გადაყვანის არსებობს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანთა უფლებათა და ძირითად დავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე.
ჯანმრთელობის მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მძიმე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მათ შორის, დღესაც როდესაც ექიმებს ვესაუბრეთ აცხადებს, რომ მოიკრებს მაქსიმალურად ძალღონეს და დაესწრება ამ პროცესს, მთავარია უზრუნველყონ მისი გადაყვანა. შესაბამისად ხვალინდელ პროცესზე სასამართლო ვალდებულია მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოს სასამართლო დარბაზში. თუ გააკეთეს ის რაც გააკეთეს 10 ნოემბერს ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის ლუსტრაცია თუ როგორ ეშინია ხელისუფლებას სააკაშვილის საზოგადოების წინაშე პირდაპირი გამოჩენის, თუ როგორ ეშინია ხეილისუფლებას სააკაშვილის ხალხისადმი მიმართვის და მისი უშუალოდ სასამართლო წინაშე წარდგენის. 9 წელია საზოგადოებას კვებავენ სიცრუით – “აი მიხეილ სააკაშვილს ჩვენ გავასამართლებთ” “აი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაჩვენებთ მტიკიცებულებებსა და საქმეებს “, მაგრამ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა ხელისუფლება პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს პატიმრობაში ამყოფებს და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგენასაც არ ცდილობს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია.
“პიჯაკების საქმეზე” ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით [8 837 461 ლარი] ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.
“პიჯაკების საქმეზე” სასამართლოში განხილვები წლებია გრძელდება და როგორც ამ საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, თეიმურაზ ჯანაშია ამბობს, პროცესი ახლა მოწმეების დაკითხვის ეტაპზეა გადასული.