საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ემიგრანტებს მოუწოდებს რომ სამშობლოში დასაბრუნებლად ყველამ საკუთარი ბიოგრაფიები გააგზავნოს.
როგორც იგი ამბობს, 2003 წლის შემდეგ მან სწორედ ასე ჩამოიყვანა სხვადასხვა ქვეყნიდან წარმატებული ქართველები, რომელთა შორის კახა ბენდუქიძე და ვერა ქობალია იყვნენ.
ახლა საქართველო არანაკლებ მძიმე კრიზისშია, ვიდრე 2003 წელს. საქართველოში ერთიან ეროვნულ პროდუქტში ვალის წილი უკვე 60%-ს აღემატება, რაც ძალიან მძიმე ციფრია. საქართველოში ბოლო 8 წელი პრაქტიკულად შეჩერებულია ზრდა, უამრავი დრო დაკარგა ქვეყანამ. საქართველო სიღარიბის და შიმშილის თვალსაზრისით აფრიკის ქვეყნების დონეზეა. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც თქვენ უნდა გააძლიეროთ და გადაარჩინოთ საკუთარი ქვეყანა. ამისთვის მინდა მოგიწოდოთ, ახლავე გამოაგზავნოთ თქვენი ბიოგრაფიები, ბევრს ვიცნობ, მაგრამ ბევრად უფრო მეტს არა. ჩვენ გახსნილი ვიქნებით ყველასთვის ახალი იდეებისთვის, ახალი ენერგიისთვის, ახალი ძალისთვის. მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად ამოვათრიოთ ჭაობიდან ჩვენი ქვეყანა და ძალიან სწრაფად წავიყვანოთ წინ, გელოდებით, ყველაფერი გამოგვივა“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.